LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თქვენს გუნდში რომ გეი იყოს… რა შედეგები დადო ВВС-ის გამოკითხვამ

114

ბრიტანელი ფანების 8% კლუბს ზურგს შეაქცევს, თუ გუნდში გეი ითამაშებს.

ВВС-იმ გამოკითხვა ჩაატარა გულშემატკივრებს შორის, რათა მათი გეებისადმი დამოკიდებულება შეეტყო. 82% კლუბისადმი დამოკიდებულებას არ შეიცვლის, 8% კი გუნდს ზურგს შეაქცევს. გამოკითხვა 4 ათას ქომაგს შეეხო და გაირკვა, რომ ფანების 50%-ს მატჩის მსვლელობისას ჰომოსექსუალიზმის ნიადაგზე შეურაცმყოფელი შეძახილები ესმით.

”ეს 8% მატჩებზე არ უნდა დავუშვათ. ბოდვაა, რომ 8%-მა უკარნახოს თავისი პირობები, რათა ვიღაცამ რაღაც აღიაროს ან არა”, – განაცხადა ”ჩელსის” ყოფილმა თავდამსხმელმა კრის სატონმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები