LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრაბზონის აეროპორტში Pegasus Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

443

ტრაბიზონის აეროპორტში ავიაკომპანია Pegasus Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკს გასცდა და ავარიულად დაეშვა. ავიაკომპანიის ინფორმაციით, თვითმფრინავში 162 მგზავრი, ორი პილოტი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდნენ. სამი ადამიანი მსუბუქი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული ტელეარხი Haberturk ავრცელებს.

მედიის ცნობით, მგზავრების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს ტრაბიზონში ნისლი იყო და წვიმდა. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი უცნობია. აეროპორტში რამდენიმე რეისი გადაიდო.

 



 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები