LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრაგედია ხორავას ქუჩაზე – დანაშაულის დაფარვის მუხლით დაკავებულებიდან 2 პირი ბრალს არ აღიარებს

61

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დანაშაულის დაფარვის მუხლით დაკავებულებიდან ორი ბრალს არ აღიარებს. ერთ-ერთის უფლებადამცველის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს საქალაქო სასამართლო დანაშაულის დაფარვაში ადანაშაულებს, თუმცა საქმეში ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებებია, ამიტომ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ადვოკატის მერაბ მამულაძის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფიც უარყობს ბრალდებას, თუმცა გაასაჩივრებენ თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას, ჯერ არ იციან.

5 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული სამი სრულწლოვანი პირი პატიმრობაში დატოვა. მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, თენგიზ კალანდია.

1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები