LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრაგედია სკოლაში – მოსწავლემ კლასელებს და მასწავლებელს ცეცხლი გაუხსნა

73

შეიარაღებულმა მოზარდმა სულ მცირე სამი ადამიანი მოკლა სკოლაში ცეცხლის გახსნის შედეგად, “ბიბისის” ინფორმაციით, შემთხვევა მექსიკაში მდებარე ამერიკულ კოლეჯში მოხდა. 

სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თავდამსხმელმა სულ მცირე სამი ადამიანი მოკლა, ხუთი კი დაჭრა, მან ცეცხლი კერძო სკოლაში საკუთარ კლასელებს გაუხსნა.

ამასთან, მოზარდმა თავის მოკვლაც სცადა, თუმცა ვერ მოახერხა.

„ასოშიეითიდ პრესი“ წერს, რომ მძიმედ არის დაჭრილი მასწავლებელი, ერთი მოსწავლე და თავად თავდამსხმელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები