LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპი ამბობს, რომ წყლით წამება დაკითხვისას ძალიან ეფექტურია

288

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დაკითხვისას წამების გამოყენება ეფექტურია. მისი თქმით, „ცეცხლს ცეცხლით უნდა ებრძოლონ“.

აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა ტელეკომპანია „ეიბისის“ ეთერში განაცხადა კითხვის საპასუხოდ, რა საშუალებებს მიიჩნებს  მისაღებად რადიკალი ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლისთვის და უნდა გამოიყენონ თუ არა ე.წ. წყლით წამება სპეცსამსახურებმა.

ტრამპის თქმით, საკითხი განიხილა დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებთან და მათ დაარწმუნეს, რომ წამება ნამდვილად ეხმარება შედეგის მიღებას.

„ისლამური სახელმწიფოს“ წევრები ხალხს ესვრიან, ჩვენს თანამოქალაქეებს და არა მხოლოდ მათ თავებს აჭრიან, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქრისტიანები არიან. თუ „ისლამური სახელმწიფო“ ჩადის ისეთ საშინელებებს, რომლის შესახებაც შუასაუკუნეების შემდეგ აღარ გვსმენია, რატომ უნდა ვიყო „წყლით წამების“ წინააღმდეგი?“ – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ არ აქვს გადაწყვეტილი, მისცემს თუ არა სპეცსამსახურებს ასეთი მეთოდებით დაკითხვის საშუალებას. ტრამპმა სთხოვა თავდაცვის ახალ მინისტრს ჯეიმს მეტისსა და CIA-ს (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო) ახალ დირექტორს, მაიკლ პომპეოს გააანალიზონ, რამდენად დასაშვებია ასეთი მოქმედებები საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით.

 

 

რა არის წყლით წამება, აქვს თუ არა შედეგი და არის თუ არა კანონიერი?

CIA წყლით წამებას სხვა მეთოდებთან ერთად 2001 წელს ნიუ-იორკში მომხდარი ტერაქტის შემდეგ იყენებს. ალ-ქაიდას წევრები, აბუ ზუბაიდა და ხალიდ შეიხ მოჰამედი, რომლებიც ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ დააპატიმრა, ამ მეთოდით რამდენჯერმე აწამეს.

ამერიკის სენატმა მიიჩნია, რომ მეთოდი არ იყო კრიტიკული ინფორმაციის მოპოვების გარანტია, თუმცა სააგენტოს ყოფილმა ხეკნძღვანელებმა დაჟინებით მოითხოვეს, რომ წყლით წამება ძალიან ეფექტური იყო და მისი გამოყენების უფლება უნდა ჰქონოდათ.

წამების აღნიშნული მეთოდი უკანონოა. პრეზიდენტმა ობამამ წამება დაკითხვისთვის 2009 წელს აკრძალა.

გასულ წელს კი წამების წინააღმდეგ მომზადებული კანონპროექტი დამტკიცდა. კანონის მიხედვით, „არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობა აკრძალულია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები