LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპი ამერიკის გაერთიანების პირობას დებს, ინაუგურაციამდე რამდენიმე საათი დარჩა

95

ინაუგურაციის წინ, ვაშინგტონში გამართულ კონცერტზე დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ ამერიკას „გააერთიანებს“.

 „ქვეყანა უნდა გავაერთიანოთ, ამერიკა დიდი და ძლიერი უნდა იყოს ყველასთვის, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს,“ – განაცხადა ტრამპმა ორსაათიანი კონცერტის დასასრულს.

არჩეული პრეზიდენტი ამერიკელებს ცვლილებებს დაჰპირდა, მათ შორის  – ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, საზღვრების გამაგრებას და ჯარის გაძლიერებას.

„ვაპირებთ, გავაკეთოთ ის,რაც ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი ათწლეულია, არ გაკეთებულა,“- აღნიშნა ტრამპმა.

კონცერტზე გამომსვლელებს შორის იყო მსახიობი ჯონ ვოიტი და სოულის შემსრულებელი სემუელ დევიდ მური.

კონცერტის დაწყებამდე ტრამპმმა მოინახულა არლინგტონის ეროვნული სასაფლაო, სადაც სხვადასხვა ომის დროს გარდაცვლილი 200 ვეტერანია დასაფლავებული.

ვაშინგტონში ჩაფრენისას დონალდ ტრამპი საკუთარ სასტუმროში Trump International დაბინავდამ რომელიც თეთრ სახლთან ახლოს მდებარეობს.

ოფიციალურ სადილზე, რომელზეც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალი წევრები იყვნენ მიწვეული, დონალდ ტრამპი ცოლთან ერთად მივიდა. მელანია ტრამპი ესწრებოდა ლინკოლნის მემორიალთან გამართულ კონცერტსაც.

„მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ხვალიდან შევუდგებით საქმიანობას. წინ ბევრი საპასუხისმგებლო საქმე გველის,“ – განუცხადა მელანიამ კონცერტზე შეკრებილებს.

ინაუგურაციის ცერემონიალი აშშ-ში დღეს გაიმართება. დონალდ ტრამპი ფიცს საქართველოს დროით 9 საათზე დადებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები