LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპი არ დავინახოთ: პუტინიც მიაყოლეთ

40

დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგე ბრიტანელთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ინგლისელებს აშშ-ს ახალი პრეზიდენტის შეხედულებები არ მოსწონთ და მის მომავალ ვიზიტს კატეგორიულად აპროტესტებენ. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ შეიქმნა პეტიცია, რომელსაც ხელს ის ადამიანები აწერენ, ვინც ტრამპის ბრიტანეთში ჩასვლას ეწინააღმდეგება. პეტიციას ხელი უკვე 1,85 მილიონმა ადამიანმა მოაწერა და მას პარლამენტი უახლოეს მომავალში განიხილავს. საინტერესოა, რომ მთავრობას განსახილველად მეორე პეტიციაც აქვს, ამჯერად ტრამპის ვიზიტის მომხრეთა და მას ხელს 311 ათასი ადამიანი აწერს. სწორედ ამიტომ, დონალდის მოწინააღმდეგეები პარლამენტის წინ შეიკრიბნენ და მასობრივი საპროტესტო აქცია მოაწყვეს. როგორც ბრიტანელები ხუმრობენ, ტრამპი საკმარისი არ არის და ცუდი არ იქნებოდა, თუკი მთავრობა მასთან ერთად პუტინსაც მოიწვევდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები