LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპი: არ გვსურს, რაც მიგრანტების მხრივ ევროპაში ხდება, ჩვენთანაც მოხდეს

42

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკა გააკრიტიკა.

ევროპამ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც საკუთარ ტერიტორიაზე შეუშვა მილიონობით ადამიანი, რომელმაც ასე ძლიერად და ძალადობრივად შეცვალა მათი კულტურა. ჩვენ არ გვსურს, რომ ის, რაც მიგრანტების მხრივ ევროპაში ხდება, ჩვენთანაც მოხდეს!“ – wers ტრამპi „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

„გერმანელი ხალხი საკუთარი ლიდერების წინააღმდეგ გამოდის, ვინაიდან მიგრაცია საფრთხეს უქმნის ისედაც მყიფე ბერლინურ კოალიციას. დანაშაულის სტატისტიკა გერმანიაში იზრდება” – აღნიშნავს “ტვიტერის” გვერდზე აშშ-ს პრეზიდენტი

შეგახსენებთ, რომ გერმანიის „ქრისტიანულ-სოციალურმა კავშირმა“ საიმიგრაციო კრიზისთან მიმართებაში საერთო ევროპული გადაწყვეტილების მოსაძებნად ქვეყნის კანცლერს ანგელა მერკელს ორკვირიანი ვადა მისცა. თუ აღნისნულ ვადაში ასეთი გადაწყვეტილება არ მოიძებნება, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ქვეყანაში შესვლას აუკრძალავს იმ მიგრანტებს, რომლებმაც რეგისტრაცია სხვა ქვეყნებში გაიარეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები