LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპი ავღანეთში გამარჯვების პირობას დებს

61

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი ამიერიდან არ გამოაცხადებს ავღანეთში თავისი სამხედრო კონტინგენტის რაოდენობას და სამხედრო ოპერაციების დაწყების ან დასრულების გეგმას, ხოლო ავღანეთში მყოფი ამერიკელი სამხედროები ტერორიზმთან ბრძოლაზე კონცენტრირდებიან.

მისივე თქმით, მისი თავდაპირველი ინსტიქტი აშშ-ის ძალების გაყვანა იყო, თუმცა, თეთრის სახლის ლიდერის განცხადებით, ერაყში დაშვებული შეცდომების თავიდან აცილების მიზნით, დარჩენა და „გამარჯვებისთვის ბრძოლა“ გადაწყვიტა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, მას სურდა, რომ ავღანეთში ერთი პირობის საფუძველზე დროული მიდგომა შეემუშავებინა და დასძინა, რომ ვადებს არ დააკონკრეტებს.

შეიარაღებული ძალების სწრაფი გამოყვანა ვაკუუმს შექმნის, რომელსაც ტერორისტები შეავსებენ, მათ შორისისლამური სახელმწიფოსადაალქაიდასტერორისტები, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. 

ტრამპის თქმით, ამგვარი ქმედებების შედეგები 2011 წელს იყო ნაჩვენები, როდესაც „აშშ-მა ნაჩქარევად გამოიყვანა თავისი ძალები ერაყიდან“.

მისივე განცხადებით, ამიერიდან „ამერიკული სამხედრო ძალა არ იქნება გამოყენებული შორეულ ტერიტორიებზე დემოკრატიების ასაშენებლად და აშშ გააფართოვებს ავღანეთში შეიარაღებული ძალების უფლებამოსილებას ტერორისტულ ძალებთან ბრძოლის კუთხით”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები