LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპი და  მიგრაციის მსხვერპლი ბავშვი – ჟურნალ TIME-ის სკანდალური გარეკანი

64

ჟურნალმა TIME გარეკანის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ფოტოგრაფ ჯონ მურის მიერ გადაღებული ბავშვია გამოსახული.პატარა გოგონა, როგორც საემიგრაციო პოლიტიკის მსხვერპლი და პრეზიდენტი, რომელიც მიგრანტების წინააღმდეგ დაუნდობელ პოლიტიკას ატარებს – ასეთია ცნობილი გამოცემის მთავარი გვერდის მესიჯი, რომელსაც სოციალურ ქსელში უკვე უდიდესი გამოხმაურება აქვს.

„ტრამპის პოლიტიკის საფასური“ – ამ სახელწოდების სტატიას მკითხველი ჟურნალის ახალ ნომერში გაეცნობა. აქვე მკითხველი უფრო ახლოს გაიგებს მიგრანტებისა და მათგან განცალკავებული ბავშვების შესახებ, რომლებიც სპეციალურ ცენტრებში არიან გადაყვანილნი.

ფოტოგრაფი ჯონ მური მექსიკის საზღვარზე მიგრანტებს წლების განმავლობაში იღებდა, მის მიერ გადაღებული მტირალა ბავშვის ფოტო ამერიკაში მიგრაციის სიმბოლოდ არის ქცეული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები