LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპი ეკონომიკის გარდაქმნისთვის ემზადება და ამისთვის 1 ტრილიონ დოლარს ითხოვს

35

ეკონომიკის გარდაქმნა, ახალი საგადასახადო სისტემა, იმიგრაციის შეზღუდვა და თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა – აშშ-ს პრეზიდენტმა კონგრესს მთავარი გეგმების შესახებ მოახსენა.

ეკონომიკის მიმართულებით ცვლილებებისთვის დონალდ ტრამპმა ტრილიონი დოლარი მოითხოვა კანონმდებლებისგან. ეკონომიკის გარდაქმნა, პრეზიდენტის თქმით, დაფუძნებული იქნება პრინციპებზე „ვიყიდოთ ამერიკული“ და „დავასაქმოთ ამერიკელები“ :

„ჩვენი მიგრაციული კანონები საშუალებას გვაძლევს, გავზარდოთ ანაზღაურება, დავეხმაროთ უმუშევრებს, დავზოგოთ მილიარდობით და მილიონობით დოლარი, უზრუნველვყოთ საზოგადოებრივი უსაფრთხოება. ახლანდელი, მოძველებელი სისტემა მხოლოდ ამცირებს გაჭირვებული ადამიანების შემოსავალს და დი ტვირთს ჰკიდებს გადასახადების გადამხდელებს. სხვა ქვეყნებში, როგორიცაა კანადა, ავსტრალია და სხვა ბევრი, მიგრაციული სისტემა დაფუძნებულია ადამიანების დამსახურებაზე“.

ეკონომიკის გარდა, ტრამპის განმარტებით, მიგრაციის ახალი პოლიციკა უზრუნველყოფს უსაფრთხოებასაც. პრეზიდენტის აზრით, შემცირდება როგორც დანაშაულების რაოდენობა, ასევე – ტერორისტული საფრთხის დონეც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები