LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპი: მშვიდად დაიძინეთ, ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბირთვული საფრთხე აღარ არსებობს

80

ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბირთვული საფრთხე აღარ არსებობს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ეს იყო გრძელი მოგზაურობა, თუმცა ახლა ყველას შეუძლია თავი უფრო უსაფრთხოდ იგრძნოს, ვიდრე იმ დღეს, როდესაც მე უფლებამოსილების შესრულებას შევუდექი, პრეზიდენტი ობამა ამბობდა, რომ ჩრდილოეთ კორეა ჩვენი ყველაზე დიდი და სახიფათო პრობლემაა. ეს უკვე ასე აღარ არის, მშვიდად დაიძინეთ ამ საღამოს”– დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Twitter-ში.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრას „საინტერესო და პოზიტიური გამოცდილება“ უწოდა. ტრამპი ფიქრობს, რომ ჩრდილო კორეას სამომავლოდ დიდი პოტენციალი აქვს.

გაიგეთ მეტი : ისტორიული შეხვედრა სინგაპურში – ვინ არის ყველა ტურში გამაჯვებული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები