LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპი: ნატო “ძველმოდური” აღარ არის

68

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნატო ისეთივე “ძველმოდური” აღარ არის, როგორიც წლის დასაწყისში. ამის შესახებ ტრამპმა, თეთრ სახლში, ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მათ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

მედიასთან შეხვედრაზე ტრამპმა ასევე, ხაზი გაუსვა ნატოს მნიშვნელობას, ტერორიზმის საფრთხის არსებობის დროს.

აშშ-ს პრეზიდენტმა მოუწოდა ნატოს, მეტი გააკეთოს, რათა დაეხმაროს ერაყ და ავღანელ “პატრნიორებს”.

“მე ვთქვი, რომ ნატო იყო ძველმოდური, ახლა ასე აღარ არის. ახლა ნატო ბრძოლას უცხადებს ტერორიზმს, მე ამასთან დაკავშირებით, გენერალურ მდივანთან პროდუქტიული დისკუსია მქონდა”, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ს პრეზიდენტს ნატოს დანიშნულებაზე ბევრი კითხვა დაუსვეს, რადგან ის აცხადებდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ორგანიზაციის წევრობის უსამართლო წილს იხდიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები