LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპი ნობელის პრემიაზე წარადგინეს

75

31 იანვარს ნობელის პრემიაზე ნომინანტების წარდგენის პირველი ეტაპი დასრულდა. ამ წლის კანდიდატებს შორის აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც, აღმოჩნდა. ამ დროისთვის არ სახელდება პირი, ვინც ეს კანდიდატურა წარადგინა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

თებერვლის ბოლომდე ისევ გაგრძელდება პრეტენდენტების დასახელება, თუმცა ამჯერად ამას კომიტეტის ხუთი წევრი გააკეთებს. მათ გარდა კანდიდატების დასახელების უფლება აქვთ პარლამენტარებს, მინისტრებს, საერთაშორისო სასამართლოების წევრებს, უნივერსიტეტების პროფესორებს საზოგადოებრივი მეცნიერების, ისტორიის, ფილოსოფიის, სამართლის და თეოლოგიის მიმართულებით, ნობელის პრემიის ლაურეატებს, უკვე დაჯილდოებულ ორგანიზაციებს, ასევე ნორვეგიის ნობელის კომიტეტის ყოფილ და მოქმედ წევრებს. ჯილდოს ოსლოში ყოველწლიურად 10 დეკემბერს გადასცემენ ხოლმე.

სხვადასხვა დროს ნობელის პრემიით დაჯილდოვდნენ ბარაკ ობამა, მარტინ ლუთერ კინგი, დედა ტერეზა, ნელსონ მანდელა, ლიუ სიაბო, მიხეილ გორბაჩოვი.

პრემიის ფულადი ოდენობა წელს 9 მილიონი შვედური კრონია (დაახლოებით 940 ათასი ევრო).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები