LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპი ტოიოტას ემუქრება: რა უნდა აშშ-ს პრეზიდენტს

111

დონალდ ტრამპი ავტომწარმოებელ კომპანია „ტოიოტას“ ემუქრება. ამერიკის შეერთებული შტატების ახალარჩეულმა პრეზიდენტმა იაპონურ ავტოგიგანტს მოთხოვნა წაუყენა, მექსიკაში ქარხნის მშენებლობა გადაიფიქროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაღალი საბაჟო გადასახადების დაწესებით დაემუქრა.

„Toyota Motor-მა განაცხადა, რომ მექსიკის შტატ ქვემო კალიფორნიაში ახალ ქარხანას ააშენებს, სადაც ამერიკისთვის Corolla-ს ააწყობს. არაფერი გამოვა! ააშენეთ საწარმო აშშ-ში, ან იხადეთ იმპორტზე მაღალი საბაჟო გადასახადები“, – დაწერა ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

შეგახსნებეთ, Toyota Motor-მა მექსიკაში ქარხნის გახსნაზე 2015 წლის აპრილში განაცხადა. ქარხანა ამ დროისთვის ყოველწლიურად 100 ათასამდე პიკაპს აწარმოებს და „კოროლას“ დამატების შემთხვევაში, მისი წარმადობა 200 ათასამდე გაიზრდებოდა.

ტრამპის მხირდან კი ეს ავტომწარმოებლების მიმართ განხორციელებული პირველი მუქარა არ არის. 3 იანვარს აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა General Motors-ს Chevy Cruze-ის წარმოების მექსიკიდან ამერიკაში გადატანისკენ მოუწოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, Toyota-ს მსგავსად, საბაჟო გადასახადის გაზრდით დაემუქრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები