LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპი: ტრანსგენდერები აშშ-ს არმიაში ვერ იმსახურებენ

201

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ტრანსგენდერი ხალხი, ვერც ერთი სახის სამხედრო სამსახურში ვერ იმსახურებს.

ტრამპის თქმით, მას კონსულტაციები სამხედრო ექსპერტებმა გაუწიეს.

“სამხედრო ექსპერტებთან კონსულტაციების შემდეგ, გადაწყდა რომ ამერიკის მთავრობა არ გაიწვევს და არ მიიღებს ტრანსგენდერებს სამხედრო სამსახურში. ჩვენი არმია უნდა იყოს პროდუქტიული  და გამორჩეული”, – დაპოსტა ტვიტერზე ტრამპმა.

ობამას ადმინისტრაციამ, გასულ წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტრანსგენდერებისთვის სამხედრო სამსახური ღია ყოფილიყო.

მაგრამ ივნისში, თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი, დათანხმდა ტრანსგენდერი ხალხის ჯარში ექვსი თვით დაგვიანებით გაწვევას.

ექსპერტები ამბობენ, რომ ტრამპის გადაწყვეტილება გაუმართლებელი და დაუსაბუთებელია. აარონ ბელკინის განცხადებით, “მაშინ როცა ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ინკლუზიური პოლიტიკა ყოველთვის წარმატებულია, ეს გადაწყვეტილება დისკრიმინაციაზე მიუთითებს, რაც აშშ-ს ჯარს ზიანს მიაყენებს”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები