LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპის აზიის ტურნე “გამომშრალი პირით” დასრულდა

63

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, აზიის ტურნედან სამშაბათს, ღამით დაბრუნდა. ოთხშაბათიდან მოყოლებული ის გამარჯვებით ტკბება.

ტრამპის სფიჩი, რომელიც 20 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, პირველ რიგში საზოგადოებას მისი გამომშრალი პირით და წყლის სმით დაამახსოვრდება.

ამის მიზეზი კი მხოლოდ კარმა არ არის (2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს, დონალდ ტრამპმა, მარკო რუბიოს წყლის სმის ჩვევის გამო დასცინა)

მშრალი პირის მიზეზი რეალურად ის “მშრალი” მოგონებებია, რაზეც ტრამპი ბრიფინგზე საუბრობდა: თუ ვის შეხვდა, სად იყო და რამდენად კარგი ვიზიტი ჰქონდა.

“ისტორიული” “ყველაზე დიდი ვიზიტი” “წარმოუდგენელი სითბო” “უდიდესი პატივისცემა” “არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი” – ეს ის სიტყვებია, რომლებიც ტრამპის ამ მოხსენებაში ყველაზე ხშირად ისმოდა.

ტრამპის “გაზვიადებული” საუბრის სიყვარული ახალი არ არის, თუმცა აღსანიშნავი და საყურადღებოა.

მან ამ მოხსენებაშიც, იგივე ტყუილები გაიმეორა და დაიბრალა, რაც რეალურად არ გაუკეთებია.

ტრამპი ადამიანია, რომელსაც სჭირდება აღიარებული წარმატება – რეალური ან წარმოსახვითი და როდესაც ის ვერ იღებს იმას, რაც წარმოუდგენია, გაბრაზებული და იმედგაცრუებულია.

სწორედ ამიტომ და ალბათ, ცოტა კარმის გამოც, ასე გამოიყურებოდა “დიდებული” ტურნედან დაბრუნებული ამერიკის მეთაური.

აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებმა ტრამპის ტყუილები დათვალეს. აღმოჩნდა, რომ ამერიკის პრეზიდენტს თანამდებობის დაკავებიდან 1 628 ტყუილი თქვა.

მომზადებულია CNN-ის სტატიის მიხედვით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები