LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპის კედლისთვის კოლოსალურ თანხებს გამოყოფენ

111

აშშ-ის კონგრესი „ტრამპის კედლის“ ასაშენებლად 1,6 მილიარდ დოლარს გამოყოფს. გამოცემა „The Hill”-ის ინფორმაციით, ფედერალური მთავრობის საკანონმდებლო ორგანო განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიზანიც მექსიკის საზღვარზე უზარმაზარი კედლის აშენებაა. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ამერიკისა და ამერიკელების უსაფრთხოების დაცვა მათი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომ საჭირო რესურსების გამოყოფა აუცილებელია.
რაც შეეხება დონალდ ტრამპის პირობას, რომ კედლის მშენებლობას მექსიკის მხარე საკუთარი ბიუჯეტიდან დააფინანსებდა, ამის შესახებ კანონპროექტში ნახსენები საერთოდ არ არის.
აღსანიშნავია, რომ საზღვრის გამოყოფის პროექტი უკვე 200-ზე მეტმა კომპანიამ წარადგინა. მათ შორისაა ლას-ვეგასში მდებარე Gleason Partners, რომელთა აზრითაც კედელი ლითონის, ცემენტისა და მზის ელემენტებისგან უნდა შეიქმნას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები