LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპის მორიგი მუქარა ფხენიანს

88

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მორიგი მუქარა ფხენიანს. დონალდ ტრამპმა twitter-ის ქსელში დაწერა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან მხოლოდ ერთი რამ იმუშავებს. თუმცა, კონკრეტულად რას გულისხმობს, არ განუმარტავს.  ტრამპის განცხადებით ფხენიანთან 25 წლიანი მოლაპარაკებები უშედეგო აღმოჩნდა.

„აშშ-ის პრეზიდენტები და მათი ადმინისტრაციის წევრები 25 წლის განმავლობაში საუბრობდნენ ჩრდილოეთ კორეასთან, აფორმებდნენ შეთანხმებებს და უზარმაზარ თანხებს ხარჯავდნენ. მაგრამ არაფერი არ მუშაობდა, შეთანხმებები ირღვეოდა მაშინ, როდესაც ხელშეკრულებებზე მელანი ჯერ გამშრალიც არ იყო. დიდი ბოდიში, მაგრამ ჩრდილოეთ კორეასთან მხოლოდ ერთ რაღაც იმუშავებს“, – წერს დონალდ ტრამპი.

 

ბოლო პერიოდში ვაშინგტონი და ფხენიანი პერმანენტულად ავრცელებენ მუქარანარევ განცხადებებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები