LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპმა ერდოღანს მოუწოდა, სირიაში თურქი სამხედროების ქმედებები შეზღუდოს

71

აშშ-ის პრეზიდენტსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბრისას, დონალდ ტრამპმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანს მოუწოდა, სირიაში თურქი სამხედროების ქმედებები შეზღუდოს და, ასევე, თავიდან აიცილოს მსხვერპლი მოსახლეობას შორის.

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა თურქეთის ლიდერს მოუწოდა, სიტუაციის დეესკალაციას მიაღწიოს და იძულებით გადაადგილებულ პირთა ზრდა თავიდან აიცილოს.

თეთრი სახლის განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარში აშშ-ის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ აფრინში ძალადობის ესკალაცია ხელს შეუშლის სირიაში საერთო მიზნების მიღწევას.

„აშშ-ის პრეზიდენტმა თავის თურქ კოლეგას მოუწოდა სიფრთხილე გამოიჩინოს და თავიდან აიცილოს ნებისმიერი ქმედება, რამაც შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს თურქ და ამერიკელ სამხედროებს შორის. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა და ანკარამ ყურადღება უნდა გაამახვილონ საერთო მიზანზე, „ისლამური სახელმწიფოს“ საბოლოო დამარცხებაზე,“ – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები