LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპმა ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე გადასახადები დააწესა

101

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25 და 10%-იანი გადასახადები დააწესა. როგორც „როიტერსი“ იუწყება გადასახადების შესახებ ბრძანება ძალაში 15 დღეში შევა.

აღსანიშნავია, რომ კანადისა და მექსიკისთვის ტრამპმა გამონაკლისი დაუშვა და არ გამორიცხა ასეთივე გამონაკლისის დაწესება სხვა მოკავშირეებისთვის. ტრამპის თქმით, მეტალის ქვეყანის შიგნით წარმოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეროვნული უსაფრთხოებისთვის. „თუ გადასახადების გადახდა არ გსურთ, შემოიტანეთ თქვენი ქარხნები შეერთებულ შტატებში“ – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის ამ ნაბიჯმა წინააღმდეგობა გამოიწვია რესპუბლიკურ პარტიაშიც, რომლის წევრები მიიჩნევენ, რომ ამ ნაბიჯმა შესაძლოა საპასუხო ზომები გამოიწვიოს სხვა ქვეყნებისგან, რაც შეერთებული შტატების ეკონომიკას ზიანს მიაყენებს.

კანადის მთავრობამ მოიწონა ის ფაქტი, რომ გადასახადები მათზე დაუყოვნებლივ არ გავრცელდება, თუმცა პირობა დადო, რომ შეეცდება ვაშინგტონს სრულად ათქმევინოს უარი აღნიშნულ გადასახადებზე. ჩინეთის ვაჭრობის მინისტრმა კი განაცხადა, რომ გადასახადები სერიოზულ დარტყმას მიაყენებს საერთაშორისო სავაჭრო წესრიგს და მტკიცედ ეწინააღმდეგება მათ დაწესებას.

შეგახსენებთ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადასახადების დაწესების გეგმის შესახებ 2 მარტს „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები