LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპმა კიმ ჩენ ინის გადაწყვეტილებას, გუამზე რაკეტების არგაშვების შესახებ, „ბრძნული“ უწოდა

91

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის, გადაწყვეტილებას, კუნძულ გუამის მიმართულებით რაკეტების არგაშვების შესახებ, „ბრძნული“ უწოდა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, ძალიან ბრძნული და კეთილგონიერი გადაწყვეტილება მიიღო. ალტერნატივა კატასტროფული და მიუღებელი იქნებოდა!“ – დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე“.

15 აგვისტოს კიმ ჩენ ინმა სტრატეგიული ძალების შემოწმებისას განაცხადა, რომ მზად არის, კიდევ გარკვეული დრო უყუროს „ამერიკელების სულელურ საქციელს“, თუმცა, რჩევა მისცა ამერიკულ მხარეს, გაიაზრონ, რომ კონფრონტაცია ორივე მხარისთვის არახელსაყრელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები