LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპმა სტრატეგიული საკითხების მრჩეველი დაითხოვა

55

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სტრატეგიული საკითხებში თანაშემწე სტივ ბენონი გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სტივე ბენონი ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პირი იყო. ამერიკული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ თეთრი სახლის მთავარ სტრატეგოს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან უთანხმოება ჰქონდა. ის არაერთხელ გააკრიტიკეს ალტერნატიული მართველობის მოძრაობის მხარდაჭერაში, განსაკუთრებით კი ეს შარლოტსვილის მოვლენების შემდეგ გამომჟღავნდა.

გარდა ამისა, დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბენონი პრესაში ინფორმაციის გაჟონვის ორგანიზატორი იყო. მისი საჯარო ფორმულირებები ხშირად თეთრი სახლის ოფიციალურ პოზიციას არ შეესაბამებოდა .

სტივ ბენონს ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია, თუმცა მან Bloomberg Businessweek-ის კორესპონდენტთან საუბრისას აღნიშნა, რომ იგი ძველ საქმიანობას დაუბრუნდება, თუმცა პრეზიდენტი ტრამპის ერთგული დარჩება.

რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრი სახლის 2 საბჭო დაითხოვა. საუბარია წარმოებისა და სტრატეგიისა და პოლიტიკის საბჭოებზე. მიზეზად კი კომპანიების ხელმძღვანელის მხრიდან ტრამპის კრიტიკა დასახელდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები