LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპმა თავისი მთავარი სტრატეგი თანამდებობიდან გადააყენა

36

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მისი მთავარი სტრატეგი სტივ ბენონი აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადააყენა.

ინფორმაციას თეთრ სახლზე დაყრდნობით, BBC ავრცელებს.

თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, მისტერ ბენონს საბჭოში ადგილი მხოლოდ იმიტომ ეკავა, რომ უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლისთვის მაიკლ ფინისთვის ედევნებინა თვალყური. მაიკლ ფინი კი თანამდებობიდან თებერვალში გადააყენეს. შესაბამისად, ბენონი საჭირო აღარ იყო.

სტივ ბენონი თეთრ სახლში, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად მიიჩნეოდა. უსაფრთხოების საბჭოში, ის ტრამპმა იანვარში შეიყვანა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები