LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპმა ვენესუელაში სამხედრო ოპერაციის ჩატარება არ გამორიცხა

90

აშშ-ის პრეზიდენტი ვენესუელაში მიმდინარე პროცესებში სამხედრო ჩარევას არ გამორიცხავს, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა დღეს განაცხადა.

„ჩვენ ბევრი ვარიანტები გვაქვს ვენესუელასთვის. სხვათაშორის, მე არ გამოვრიცხავდი სამხედრო ვარიანტს“, – აღნიშნა მედიასთან საუბარში აშშ-ს პრეზიდენტმა.

“ვენესუელა ჩვენი მეზობელია. ჩვენ ჯარისკაცები მსოფლიოს მასშტაბით გვყავს, იმ ადგილებშიც კი, რომელიც ძალიან შორსაა. ვენესუელა შორს არ მდებარეობს, ხალხი იქ იტანჯება, კვდება. ჩვენ ვენესუელასთვის ბევრი ვარიანტები გვაქვს, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში შესაძლო სამხედრო ვარიანტი“, – განაცხადა ტრამპმა.

ჟურნალისტების კითხვას, გულისხმობს თუ არა ეს ოპერაციას, რომელსაც აშშ გაუძღვება, ტრამპმა უპასუხა: „ჩვენ არ ვამბობთ ამას. თუმცა, სამხედრო ოპერაცია და სამხედრო ვარიანტი ეს ის არის, რაც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები