LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპს Twitter ანგარიშზე მომხმარებლების დაბლოკვა აუკრძალეს

81

ფედერალურმა სასამართლომა მიიღო გადაწყევტილება, რომლის თანახმად  ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს არ შეეძლება Twitter-ის ექაუნთზე მომხმარებლების დაბლოკვა მათი პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვის გამო. მოსამართლის გადაწყვეტილებას NBC NEWS ავრცელებს. შესაბამისი სარჩელი სასამართლოში 7-მა ადამიანმა გასულ წელს შეიტანა. ისინი დონალდ ტრამპმა კრიტიკისთვის დაბლოკა. მოსამართლის განმარტებით, დონალდ ტრამპის გვერდზე მისი გამომწერების დაბლოკვა სიტყვის თავისუფლების დარღვევაა.

“მომხმარებლების დაბლოკვა და მათთვის პრეზიდენტის Twitter ანგარიშზე წვდომის შეზღუდვა არაკონსტიტუციურია და არღვევს პირველ შესწორებას” – განმარტა მოსამარლემ საკუთარ გადაწყვეტილებაში.

სოციალური ქსელის მომხმარებლების თქმით, Twitter-ი არის სივრცე, სადაც შესაძლებელია საჯარო კამათი და ამა თუ იმ თემის განხილვა.

ამ დროისთვის აშშ-ის პრეზიდენტს Twitter-ზე 52 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. სასამართლოს გადაწყვეტილებაზე თეთრ სახლში ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები