LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

44

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ NBC News თეთრ სახლზე დაყრდნობით იუწყება. ეს პირველი კონტაქტია ორი ქვეყნის ლიდერს შორის მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა 18 მარტს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.
ტრამპის ადმინისტრაციაში სატელეფონო საუბრის დეტალები არ გაუმხელიათ. თავის მხრივ კრემლის პრესსამსახურის განცხადებით, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვება მიულოცა. მათივე ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერებმა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ინტერესი გამოხატეს, ასევე ისაუბრეს ჩრდილოეთ კორეაზე, სირიასა და უკრაინაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები