LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამვაის ხაზი თუ ელექტრომატარებელი – რას ითავლისწინებს სადგურის გადატანის პროექტი (ვიდეორეპორტაჟი)

თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგური , ირგვლივ გაშენებული ინფრასტრუქტურით,  ბაზრობებით და ავტოსადურებით დედაქალაქის ცენტრში სატრანსპორტო გადატვირთვის  მიზეზად და ადგილობრივი  მოსახლეობის პრობლემად  გასული საუკუნიდან არის ქცეული.

ანტისანიტარია,  ხმაური და საავტომობილო საცობი ამ ტერიტორიაზე ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.

ქალაქის მიწათსარგებლობის მოქმედი გეგმის მიხედვით  რკინიგზის სადგური ქალაქის ცენტრში უკვე აღარ უნდა ფუნქციონირებდეს,  სადგურისთვის ტერიტორიის ცვლილება გათვალისწინებულია  ქალაქის განვითარების ახალ გენ. გეგმაშიც.

თბილისის განვითარების  სტრატეგიული დოკუმენტის  ავტორების მიერ,  მერიისთვის შეთავაზებული კონცეფციის მიხედვით  ვაგზლის ტერიტორიაზე სალიანდაგო ინფრასტრუქტურა დარეზერვდება და ქალაქიდან მხოლოდ მეურნეობა გადავა(დეპოები, სამრეცხაოები და ა.შ).

თბილისის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი  ქალაქის განაშენიანების და მიწათსარგებლობის საკითხებს 2030 წლამდე განსაზღვრავს. არსებული გეგმით,  რომლიც დღეს არის მოქმედი , ვაგზლის ტერიტორიაზე ლიანდაგები უკვე აღარ უნდა არსებობდეს.

ჩვენს მიერ შეთავაზებული ვარიანტის მიხედვით,  შენარჩუნებულ ლიანდაგებზე შესაძლებელია , როგორც სამგზავრო ელექტრომატარებლების მოძრაობა,  ასევე მცხეთა თბილისი -რუსთავის დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის განვითარებაც.

რაც შეეხება სატვირთო მატარებლებს ამ კუთხით ჩვენი პოზიცია არის ცალსახა და ამაში ექსპერტებიც გვეთანხმებიან , სამგზავრო მატარებლები ქალაქში არ უნდა მოძრაობდნენ. სატვირთო შემადგენლობა,  რომელიც დატვრთულია საშიში ქიმიური ნივთიერებებით,  საწვავით, მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე მისი  გადაადგილება რისკებთან არის დაკავშირებული“.- ამბობს „ფორტუნასთან“ მამუკა სალუქვაძე.

თბილისიდან,  ვაგზლის რკინიგზის სადგურის გადატანით ქალაქში 80 ჰექტრამდე ტერიტორია თავისუფლდება .  გენ. გეგმის მიხედვით , გამონთავისუფლებული  სივრცის 50 -60%  სარეკრეაციო ზონას და გამწვანებას  დაეთმობა, ალტერნატიული ტერიტორია, კი  სადაც რკინიგზის ინფრასტრუქტურა უნდა განთავსდეს სპეციალისტების მოსაზრებით, კვლევის შედეგად გამოვლინდება.

 

 

თამუნა გოგუაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები