LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრანსგენდერ ქალზე ძალადობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა

117

ტრანსგენდერი ქალის მიმართ გენდერული იდენტობის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა,- ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

“საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინა, რომ 2018 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 04:00 საათზე, თბილისში, თამარაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ბ.ო.-მ გენდერული იდენტობის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ.ო.-ს. ბ.ო.-ს მიერ განხორციელებულმა ძალადობამ დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

სამართალდამცველებმა ბ.ო. 2018 წლის 31 იანვარს სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქ.თბილისში დააკავეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები