LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრანსგენდერებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები კვლავ არაა ხელმისაწვდომი – ნინო ლომჯარია

79

31 მარტი ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღეა. საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ამასთან დაკავშირებით ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა.

“სამწუხაროდ, საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანებისთვის კვლავ პრობლემად რჩება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით ეფექტიანი სარგებლობა და სხვადასხვა სერვისებზე ხელმისაწვდომობა. საზოგადოებაში არსებული ტრანსფობიური დამოკიდებულებები მჭიდრო კავშირშია ძალადობრივი ფაქტების მასშტაბებთან. ამასთან,  სახელმწიფოს მიერ გაწეული ძალისხმევა არასაკმარისია. ზემოყოველივე აღნიშნული კი ტრანსგენდერ ადამიანებს უხილავ სოციალურ ჯგუფად აქცევს და ვერ უზრუნველყოფს მათთვის ძალადობისგან დაცლილი გარემოს შექმნას.

სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, დღემდე მოუგვარებელია გენდერული მარკერის შეცვლის პროცედურა, რაც თავის მხრივ დამატებით პრობლემებს ქმნის განათლების, დასაქმების, შრომის და ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით” – წერია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები