LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრანსგენდერი ქალის ცემისა და დაჭრის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

30

ტრანსგენდერი ქალის ცემისა და დაჭრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი მურჯიკნელს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მხარემ პროცესზე განაცხადა, რომ მურჯიკნელი და დაზარალებული 2011 წლიდან იცნობდნენ ერთმანეთს.

თავად ბრალდებულმა მოსამართლეს სთხოვა, აღკვეთის ღონისძიების სახით არ გამოეყენებინა პატიმრობა და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

ორთაჭალაში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაშავებული ტრანსგენდერი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.ექიმების განმარტებით, ის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები