LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს

92

ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით შსს-მ ერთი პირი დააკავა. სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.მ.-ა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს ორთაჭალაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნითა და ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1982 წელს დაბადებულ ზ.შ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული რუსთავში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით).

ამასთან, დაშავებულის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა.