LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თსუ-ს საიუბილეო 5 ლარიანი მონეტა 95 ლარი ღირს

142

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა. მონეტა საზოგადოებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ წარუდგინა.

“მოხარული ვარ წარმოგიდგინოთ ეროვნული ბანკის კიდევ ერთი საინტერესო პროექტის წარმატებული შედეგი – საკოლექციო მონეტა, რომელიც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს მივუძღვენით. ეროვნული ბანკისთვის ნამდვილად საამაყო იყო ამ პროექტზე მუშაობა. მოგეხსენებათ, უნივერსიტეტი პირველი უმაღლესი სასწავლებელი იყო მთელს ამიერკავკასიაში და მის დამაარსებელ ივანე ჯავახიშვილთან ერთად, ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინ იყო განათლების, პროგრესისა და ევროპული ღირებულებების სიმბოლო. საქართველოს ეროვნული ბანკი ულოცავს უნივერსიტეტს 100 წლის იუბილეს და ამ ღირსშესანიშნავი თარიღის აღსანიშნავად 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო დანიშნულების მონეტას უძღვნის”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

მისივე ინფორმაციით,  5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტის ესკიზი ღია კონკურსის წესით შეირჩა და დიზაინის ავტორი ნინო გონგაძეა. მონეტა ესპანეთის სამეფო ზარაფხანაში 1 500 – იანი ტირაჟით მოიჭრა. მონეტის ფასი 95 ლარია და მისი შეძენა დღეიდან, პირველი თებერვლიდან, შესაძლებელი იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში, ყვარლის ფულის მუზეუმსა და ონლაინ მაღაზიის მეშვეობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები