LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თსუ-ში არჩევნები შეწყდა – პირველი კორპუსი “აუდიტორია 115”-მა დაიკავა

163

თსუ-ში თვითმმართველობის არჩევნები დროებით შეწყდა, რადიო „ფორტუნას“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, რომ „აუდიტორია 115“-ის წევრები თსუ-ს პირველ კორპუსში შევიდნენ და ის აუდიტორიები დაიკავეს, სადაც საარჩევნო უბნებია განთასებული.

საარჩევნო კომისიის წევრები ამბობენ, რომ ამ ვითარებაში არჩევნების გაგრძელება შეუძლებელია.

„აუდიტორია 115“-ის წევრებმა განცხადება „ფეისბუქითაც“ გაავრცელეს :

„როგორც იცით, სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები პირველ კორპუსში ჩაიშალა 4 საარჩევნო უბანზე. 

მეორე კორპუსში საარჩევნი ხმის მიცემის პროცესი ასევე შეწყვეტილია და კორპუსი სრულად პარალიზებულია სამართალდამცავების მხრიდან.

სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები არ შედგა! 
თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ დაწყებული ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ ყველამ ერთად. უნივერსიტეტში მობილიზებულია დიდი რაოდენობით უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და არსებობს ალბათობა იმისა, რომ ძალის გამოყენებით სცადონ არალეგიტუმური არჩევნების გაგრძელება!
შესაბამისად, მოგიწოდებთ ყველას, არ დაიზაროთ და მოდით უნივერსიტეტის პირველ კორპუსში!“

„აუდიტორია 115“-ის  წევრები აცხადებენ, რომ პროტესტის რადიკალურ, მაგრამ მშვიდობიან ფორმებს მიმართავენ და ყველანაირად შეეცდებიან, არჩევნები არ შედგეს.

პოპულალურები