LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თსუ “თაიმსის” რეიტინგში მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 5 პროცენტშია

156

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი „თაიმსის“ (Times Higher Education World University Rankings) მსოფლიოს უნივერსიტეტების 2018 წლის რანჟირებაში მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 5 პროცენტში მოხვდა.

მსოფლიოს საუკეთესო 1500-ზე მეტ გლობალურ-კვლევით უნივერსიტეტს შორის თსუ 1001+ ადგილს იკავებს და რანჟირების ჩამონათვალში ერთადერთია რეგიონიდან.

Times Higher Education World University Rankings-ის შეფასების კრიტერიუმი 5 ძირითად სფეროს მოიცავს:

• სწავლება (სასწავლო გარემო): 30%
• კვლევა (რაოდენობა, შემოსავალი და რეპუტაცია ): 30%
• ციტირება (კვლევის გავლენა): 30%
• საერთაშორისო ცნობადობა (პერსონალი, სტუდენტები და კვლევა): 7,5%
• ინდუსტრიული შემოსავალი (გამოგონებებისა და ინოვაციების წარმოებაში დანერგვა) 2,5%

თსუ-მ ყველაზე მაღალი შეფასება საერთაშორისო ცნობადობის კომპონენტში მიიღო.

ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი „თაიმსის“ მსოფლიოს უნივერსიტეტების რანჟირების ჩამონათვალში უკვე მეორედ მოხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები