LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ 2 საათში ისინი არ იქნებიან გათავისუფლებული, პროტესტის სხვა ფორმებზე გადავალთ – სანდრო ბრეგაძე

66

ქართული მარშის“ წევრები მათი ლიდერების და თანამოაზრეების გათავისუფლებას ითხოვენ და ხელისუფლებას ორსაათიან ვადას აძლევენ.
როგორც „ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ აქციაზე განაცხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის სხვა რადიკალურ ფორმებს გამოიყენებენ.

“„დაკავებები მოხდა აბსოლუტურად უკანონოდ, მსგავსი ფაქტი მე არ მახსოვს საქართველოს უახლოეს ისტორიაში, როდესაც რვა პოლიტიკური ლიდერი არის დაკავებული, მათ შორის არიან „ქართული მარშის“ ლიდერები, მაგრამ არიან სხვა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაკავებულები.

ქართული მარში სრულ მობილიზაციას დაიწყებს და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს. თუ 2 საათში ისინი არ იქნებიან გათავისუფლებული, პროტესტის სხვა ფორმებზე გადავალთ და შემდეგ ყველა ჩვენგანის დაკავება მოუწევთ“, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.
როგორც ცნობილია, დღის განმავლობაში შს სამინისტრომ 30-მდე პირი განყოფილებაში გადაიყვანა, რომელთა ნაწილიც ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული” – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ

შსს-ის ინფორმაციით, დღევანდელ ნაციონალისტების აქციაზე დაახლოებით 30 ადამიანია ადმინისტრაციული წესით დაკავებული. უწყების ცნობით, დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები