LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ამ 5 კითხვას უპასუხებთ, ე.ი. თქვენი ცხოვრება სრულყოფილია

211

ოდესმე გიფიქრიათ, რა აქცევდა თქვენს ცხოვრებას სრულყოფილად? იქნებ მოსიყვარულე პარტნიორი, მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო, ან – წარმატებული კარიერა?

ფსიქოლოგი, ექსპერტი სარა ჯონსი ამბობს, რომ სრულყოფილ ცხოვრებას ბევრად მოკრძალებული რამ სჭირდება, ვიდრე ზემოჩამოთვლილი დეტალებია.

ჯონსის მოსაზრებით, თუ ამ 5 ოქროს კითხვას გასცემთ პასუხს, თქვენი ცხოვრება, სავარაუდოდ, სრულყოფილია.

  1. რა გიყვართ ცხოვრებაში ყველაზე მეტად?

იმის გაცნობიერება, რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ბედნიერი ცხოვრების გასაღებია. აუცილებელია იცნობდეთ საკუთარ თავს და თქვენს ყველაზე დიდ გატაცებებს.

  1. ბედნიერი ხართ?

რომ მიაღწიოთ ბედნიერებას, უნდა გრძნობდეთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს.

  1. ხშირად იღიმით?

თუ თქვენ შეგიძლიათ გაღვიძებისას გაიღიმოთ, ეს არის კარგი ცხოვრების მთავარი მანიშნებელი. ეცადეთ, გაიღიმოთ ყოველ დღე, იფიქროთ მოვლენებსა და ადამიანებზე, რომლებიც თქვენ გაბედნიერებენ.თუ მეგობარს, ან სულაც უცხო ადამიანს გაუღიმებთ, მათ ცხოვრებასაც გაალამაზებთ და საკუთარსაც.

  1. პესიმისტი ხართ?

ნახევრად სავსე ჭიქის პრინციპით ცხოვრება აუცილებლად მოგიტანთ ბედნიერებას. ყოველ დღე ეცადეთ, იყოთ პოზიტიურ განწყობაზე, იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, იყავით სხვებისთვისაც სტიმულის მიმცემი.

  1. ტირით რეგულარულად?

ბევრისთვის ტირილი სისუსტის ნიშანია, მაგრამ სინამდვილეში პირიქით. ცრემლები არის ძალიან კარგი საშუალება, დავიცალოთ ნეგატიური ემოციებისგან და დავეხმაროთ ჩვენს გრძნობებს, მწყობრში მოვიდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები