LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ბავშვი ზღვაზე მიგყავთ, აუცილებლად წაიკითხეთ

549

თუ ბავშვის ზღვაზე წაყვანას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ აკლიმატიზაციას ყველა ბავშვი სხვადასხვანაირად გადის.

აკლიმატიზაციის პროცესი ბავშვებისთვის დაახლოებით 10 დღე გრძელდება, წლამდე ბავშვებისთვის – უფრო მეტ ხანს. ასე რომ, უმჯობესია, შვებულება 2-3 კვირით დავგეგმოთ, უმჯობესია, თუ 1 თვე ვიქნებით კურორტზე.

გარემოს ცვლილებებზე ყველა ბავშვი ინდივიდუალურად რეაგირებს. ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა, სხეულის ტემპერატურის მატება; ბავშვების ნაწილს ეკარგება მადა, ზოგს პირიქით, უფრო ხშირად შია. თუმცა, ბევრი ბავშვისთვის ზღვაზე ყოფნა და დასვენება მხოლოდ უდიდესი სიამოვნებაა და არანაირი დისკომფორტი არ აქვთ.

Baby-at-the-Beach-Wallpaper

აკლიმატიზაციის პერიოდში არ შეიტანოთ ცვლილებები ბავშის მენიუში, არ მისცეთ მას ონკანის წყალი, არც გადადუღებული.

ასევე, უცვლელად დატოვეთ მისი დღის რეჟიმი.  კვება, ძილი და სეირნობა უნდა დაგეგმოთ მისთვის ჩვეულ დროს.

საზღვაო კურორტზე აუცილებლად წაიღეთ მზისგან დამცავი კრემი, ქოლგა, მსუბუქი, თხელი სამოსი, ქუდი ან თავსაფარი, გასაბერი საყელო (თუ ბავშვი ძალიან პატარაა), გასაბერი რგოლი (2 წელზე ზემოთ ბავშვისთვის), გასაბერი ჟილეტი.

მოუფრთხილდით ბავშვს, რომ არ გაცივდეს, ხშირად ამოიყვანეთ წყლიდან, რომ მზეზე გათბეს.

შესაძლოა, ბავშვი თავიდან არც შევიდეს ზღვაში, ძალით ნუ შეიყვანთ. უკეთესი იქნება, თუ თავდაპირველად წყალში ერთად შეხვალთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები