LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ბრალდებები დადასტურდება, თანამდებობას დავტოვებ, თუ არა, ბოდიში მოიხადოს – პრემიერი

72

“გია გაჩეჩილაძეს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს და, თუ დადასტურდება მთავრობის ბრალეულობა, მზად ვარ, დავტოვო თანამდებობა, ხოლო თუ დადასტურდება, რომ ყველაფერი იყო კანონის ფარგლებში, გამობრძანდეს და ბოდიში მოუხადოს ყველას, მათ შორის მეც და ტარიელ ხეჩიკაშვილსაც,” – ასე უპასუხა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გია გაჩეჩილაძის (უცნობი) ბრალდებებს.

“დაწვრილებით გავეცანი მის გუშინდელ გამოსვლას. ჩემთვის ძალიან სამწუხარო იყო იმის ნახვა, რაც ვნახე და მოვისმინე. მან აბსოლუტურად დაუსაბუთებლად შეურაცხყოფა მიაყენა იმ ადამიანებს და გუნდის წევრებს, რომლის ხელმძღვანელიც მე ვარ. ჩვენ ერთად ვიბრძოდით, მათ შორის გიაც, მეც და ძალიან ბევრი ადამიანი, ადამიანის ღირსება რომ დაგვეცვა და, სამწუხაროდ, მისგან ასეთ დაუსაბუთებელ შეურაცხყოფას ნამდვილად არ ველოდი და არ შევეგუები. არ შემიძლია, მოვისმინო ქებაც ამ ადამიანისგან და ეს ქება ჩემთვის კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი იყო, როდესაც ის შეურაცხმყოფელად იხსენიებს ჩემი გუნდის წევრებს,” – აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მან პირადად გასცა დავალება, რომ აღნიშნულ ტენდერში ყველასთვის თანაბარი საკონკურენციო პირობები ყოფილიყო.

“მე დაწვრილებით გავეცანი იმ საკითხს, როდესაც მან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ ტენდერზე ისაუბრა. როდესაც დამიკავშირდა, მივეცი დავალება მთავრობის ადმინისტრაციას, რომ არ დაჩაგრულიყო ბიზნესმენი და ყოფილიყო თანაბარი საკონკურენციო პირობები ყველასთვის. გავეცანი ამ საქმეს და ჯერ ერთი, ტარიელ ხეჩიკაშვილი და ბიზნესჯგუფი, რომელშიც მას წილი გააჩნდა თუ გააჩნია, არაფერ შუაში იყო ამ ტენდერთან. სრულიად სხვა კომპანიამ გაიმარჯვა. კანონი იყო ზედმიწევნით დაცული,” – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი გაჩეჩილაძემ გუშინ ტენდერებში კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების ტენდერი კომპანია “სიტროინ ჯორჯიამ” უსაფუძვლო მიზეზების გამო წააგო.

მისივე თქმით, საქართველოში ტენდერებში სულ რამდენიმე კომპანია მონაწილეობს, რომელიც კარტელს წარმოადგენს და ამ კომპანიებთან ასოცირდება სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები