LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ დეპუტატების უფლებები შეიზღუდა, რეაგირება გვექნება – ირაკლი კობახიძე

87

“თუ იყო დეპუტატების უფლებები შეზღუდული, ამით დავინტერესდები და, რა თქმა უნდა, რეაგირება საჭიროების შემთხვევაში გვექნება,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საკრებულოს სხდომათა დარბაზში და მერიის წინ “ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

თუმცა, როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, გუშინ მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსში არ არის.

“საკრებულოს სხდომა არის ღია, თუ მერიაში შეშვებაზეა საუბარი, იქ თუ იყო გარკვეული საფრთხე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის, ეს შეიძლებოდა, გამხდარიყო შესაბამისი შეზღუდვის მიზეზი, თუმცა წარმოდგენა არა მაქვს, დეტალები მე არ ვიცი, სამწუხაროდ, ამ საკითხის,” – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები