LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ევროკავშირში ყოფნის წესს დაარღვევთ, 3 ათას ევროს გადაიხდით

68

საქართველოს მოქალაქე, რომელიც ევროკავშირში ყოფნის წესს დაარღვევს, დეპორტაციასთან ერთად 3 000 ევროს ჯარიმის გადახდა მოუწევს, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით,  მოქალაქეები დაჯარიმდებიან, თუ დაირღვევა ვადები, თუ მოხდება უვიზო რეჟიმის გამოყენება იმისთვის, რისთვისაც დანიშნული არ არის.

„ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქე გაუფრთხილდეს ვადებს. თუ დაირღვევა ვადები და მოხდება დეპორტაცია, ამ შემთხვევაში პირს აეკრძალება 5 წლის ვადით შენგენის ზონაში დაბრუნება. ეს საკმაოდ დიდი სასჯელია, როგორც ფინანსური, ასევე იმ თვალსაზრისით, რომ ვერ დაბრუნდები ევროკავშირში და შენგენის ზონაში. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, ყველამ კარგად გაითავისოს ეს რისკები და ისარგებლოს იმ ვადით, რა ვადაც არის დაშვებული მოკლევადიანი ვიზიტებისთვის”, – განაცხადა ჯანელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები