LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ფოსტის კურიერს კარს გაუღებთ, ჯარიმა უკვე ჩაბარებულად ითვლება

63

ჯარიმის ჩაბარების პირობები და წესები იცვლება. კონკრეტულ მისამართზე მიტანილი საპატრულო ჯარიმა, ხელმოწერის გარეშეც უკვე ჩაბარებულად ჩაითვლება – ამ ცვლილებას, შს სამინისტროს მიერ პარლამენტში ინიცირებული პროექტი ითვალისწინებს.

შესაბამისად, თუ ოჯახის რომელიმე წევრი უარს იტყვის ჩაიბაროს ავტოსაგზაო წესების დარღვევის გამო გამოწერილი ჯარიმა, ის მაინც ჩაბარებულად ჩაითვლება.

ასევე, დაჯარიმებულ პირს ფოსტა ჯარიმებს მხოლოდ ერთხელ გაუგზავნის და თუ ჯარიმა ვერ ჩაბარდება, შსს ვალდებულია, კონკრეტული ინფორმაცია ვებ-გვერდზე გამოაქვეყნოს. გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ჯარიმა ჩაბარებულად ჩაითვლება და დაჯარიმებულს გადასახდელად 30 დღიანი ვადა ექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები