LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ გაადიდებთ სურათს, დაინახავთ, რომ უსაფრთხოების ღვედი არ უკეთიათ”

520

სოციალური ქსელის მომხმარებელი ლანა ღვინჯილია, ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ზის ორი მამაკაცი, რკინის კონსტრუქციაზე.

ფოტოზე ჩანს, რომ მათ მიერ უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის.

როგორც ირკვევა სურათი ლარსის ქუჩასთანაა გადაღებული.

“ასე სხედან ლამაზად. თუ გაადიდებთ სურათს, დაინახავთ, რომ არანაირი უსაფრთხოების ღვედი თუ ქამარი ამათ არ უკეთიათ, დაახლოებით მე-12 სართულის სიმაღლეა….”, – წერს ლანა ღვინჯილია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში, მშენებლობაზე უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის გამო, ყოველწლიურად უამრავი მუშა იღუპება.

აღსანიშნავია, რომ დღეს, გურჯაანში, მშენებლობიდან 26 წლის მამაკაცი გადმოვარდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები