LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ გამოძიება შედეგს არ დადებს, კომისია შესაქმნელი იქნება – მამუკა მდინარაძე

33

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ აფგან მუხთარლის საქმის გამოუძიებლობა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს დააზიანებს და „ამაზე არავინ დაობს“. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, მდინარაძე ამბობს, რომ „შესაძლოა დისკუსიის საგანი იყოს ამისი მიზანშეწონილობა.

„იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება შედეგს არ დადებს, რომელიც ყველა კითხვაზე პასუხს გასცემს, ყველა ვარიანტში კომისია შესაქმნელი იქნება. გუნდის შიგნით ამაზე ნაწილი მიიჩნევს, რომ კომისია უკვე უნდა შეიქმნას, ნაწილი თვლის, რომ გამოძიების მიმდინარეობას და შედეგებს უნდა დაველოდოთ. საბოლოო ჯამში, ყველა თანხმდება იმაზე, რომ გამოძიებას ვალდებულება აქვს, რომ არც ერთი კითხვის ნიშანი არ უნდა დატოვოს“, – განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტში აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშრებით ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები