LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ გრიპის გამო 112-ზე დარეკავთ, სასწრაფო დახმარების ნაცვლად ოჯახის ექიმი მოვა

2003

გრიპისნაირი ვირუსების გამოძახებებზე, მოსახლეობას ოჯახის ექიმები და პოლიკლინიკის მედპერსონალი გაუწევს დახმარებას.

როგორც რადიო „ფორტუნასთან“, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განმარტა, გრიპის სიმტომებით მიმართვიანობის გაზრდის გამო, 112 მსგავს ზარებს სპეციალურ ცენტრებში გადაამისამართებს, რომლებიც სწორედ ამ კონკრეტული მიზნით შეიქმნა. პაციენტებს, როგორც მცირეწლოვნებს, ასევე ზრდასრულებს, მოემსახურებიან საცხოვრებლის მიხედვით უბნის პედიატრები, ოჯახის ექიმები და პოლიკლინიკის მედპერსონალი, რომლებიც 24 საათიანი მუშაობის რეჟიმში გაუწევენ დახმარებას პაციენტს, რეაგირებას მოახდნენ ყველა ზარსა და გამოძახებაზე და უზრუნველყოფილი იქნებიან სათანადო ტრანსპორტითაც.

„თუ ბავშვს აქვს მაღალი სიცხე, მათი ზოგადი მდგომარეობა ყველაზე კარგად მათსავე პოლიკლინიკაში, ოჯახის ექიმებმა უკეთ იციან, ამიტომ სასურველია, გრიპისა და სიცხის შემთხვევაში, მიმართონ სწორედ უბნის პედიატრს, ოჯახის ექიმს, შესაბამისად გრიპისა და სიცხის გამო აღარ გადაიტვირთება სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური“ – განმარტა პაატა იმნაძემ.

რაც შეეხება ვითარებას ბაღებსა და სკოლებში, პაატა იმნაძის განმარტებით, სასწავლო პროცესის შეწყდება აღსაზრდელებისა და მოსწავლეების სამი მეოთხედის არდასწრების შემთხვევაში და ისიც იმიტომ, რომ არ ჩამორჩნენ სწავლის პროცესს.  თუმცა, იმნაძის თქმითვე, ამ რაოდენობით ავადობას, გრიპის ვირუსის გამო არ ელოდებიან.

გრიპის ვირუსის სიმპტომების გამო ზარები და გამოძახებები სასწრაფო დახმარების სამსახურში გახშირდა. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მსგავსი ზარები სპეციალურად გამოყოფილ სადისპეტჩეროში გადამისამართდება, რაც სასწრაფო დახმარებას ყველა გამოძახებაზე ადეკვატურად მომსახურების საშუალებას მისცემს.

ნათია ხუროშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები