LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ იერუსალიმში მიდიხართ, არ შეიძინოთ ტაძრის საშვები – საგარეო საქმეთა სამინისტრო

65

აღდგომის დღესასწაულზე ისრაელში წამსვლელთა საყურადღებოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით,  თუ მოქალაქე იერუსალიმის  ძველ ქალაქში დაიკარგება, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს პოლიციას შემდეგ  ნომერზე: +972 26226100. დაკარგულ პირს პოლიციის თანამშრომელი მიიყვანს  უახლოეს განყოფილებაში და დაუკავშირდება საქართველოს საკონსულო სამსახურს.

ამას გარდა:

„მოქალაქეები უნდა მოერიდონ  ტაძარში შესვლის საშვების შეძენას, იერუსალიმის პოლიციის თანამშრომლების მიერ მსგავსი ტიპის გაყალბებული სამაჯურების მქონე პირები გამოძევებული იქნებიან მაცხოვრის ტაძრიდან“.