LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ იმ კითხვებს გაეცემა ჭეშმარიტი პასუხები, რაც დავსვი, ჩათვალეთ, რომ საქმე გამოძიებულია – ზაზა სარალიძე

54

თუ იმ კითხვებს გაეცემა ჭეშმარიტი პასუხები, რაც დავსვი, ჩათვალეთ, რომ საქმე გამოძიებულია, – ამის შესახებ მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა.

ზაზა სარალიძე უწყებაში გამოკითხვაზე 4 საათზე მეტხანს იმყოფებოდა. თუმცა, როგორც აღნიშნავს, გამოკითხვა ზეგ გაგრძელდება. მისი თქმით, მთავარი დარღვევაც და კითხვაც არის ის, თუ სად გაქრა კალანდიას სისხლიანი ტანსაცმელი. სარალიძის განცხადებით, მან გამოძიებას კონკრეტული სახელები და გვარები დაუსახელა. ასევე ყურადღება გამახვილდა დანაზე.

„მთავარი დარღვევა და კითხვა არის, სად გაქრა კალანდიას ტანსაცმელი. დღეს მივაწოდეთ ეს კითხვა და ბუნებრივია მასზე ჯერ პასუხი არ არის. დავასახელე მკვლელების სახელი და გვარები. ასევე, ძირითადად ვისაუბრეთ ერთ-ერთი მკვლელის დანაზე, ასევე მეორე მკვლელის ქმედებებზე. თუ ამ კითხვებზე მივიღებთ ჭეშმარიტ პასუხს, ჩათვალეთ საქმე გამოძიებულია,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები