LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ამას მხოლოდ მივესალმები – ლევან იზორია

36

“თუ ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ამას მხოლოდ მივესალმები,”  – ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ, შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა.

„ბიძინა ივანიშვილმა უდიდესი როლი ითამაშა ქვეყნის განვითარებაში. თითოეული, ვინც ამას ხედავს, დიდ პატივს სცემს მის პიროვნულ ღვაწლს. მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრემიერ-მინისტრობის ერთი წლის თავზე უარი თქვა პოლიტიკაზე. თუ ის ამ მზაობას განაცხადებს, მე, პირადად, მხოლოდ მივესალმები. ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია,” – განაცხადა იზორიამ.

იზორიამ უპასუხა შეკითხვას გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი იყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები