LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ კარებს შემოლეწავდნენ, შეიძლება პატრულში დარეკვა ვერც მომესწრო”

158

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში, გუშინ ღამით, მის სახლთან მომხდარ ინციდენტზე წერს.

სარიშვილის თქმით, ღამის 3 საათზე მის კარებს უცნობი პირები ხმამაღალი გინებითა და მუქარით მოადგნენ.

როგორც გაირკვა, ისინი არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ და სართული შეეშალათ.

სარიშვილი კიდევ ერთ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას: აურზაურის მიუხედავად, მეზობლებმა პოლიცია არ გამოიძახეს…

“ცოტა ხნის წინ წავიდა პატრული ჩემი ბინიდან. ღამის 3 საათისთვის ვიღაც მთვრალი ტიპები მოადგნენ ჩემი ბინის კარებს და ხმამაღალი გინებითა და მუქარით დაიწყეს ბრახუნი. კინაღამ გული გამისკდა. მთელი სადარბაზო გააღვიძეს.

გამოვიძახეთ პატრული. სავარაუდოდ ბინა აერიათ ჩვენს ქვედა მეზობლებთან სადაც, რაღაც სადაოა. ამ წუთას უკვე სიმშვიდეა.

გასაკვირი მხოლოდ ისაა რომ პატრულის გამოძახება არცერთ მეზობელს არ უფიქრია, მე თუ კარებს შემოლეწავდნენ შეიძლება დარეკვა ვერც მომესწრო”, – წერს ირინა სარიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები