LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ხელისუფლება ულტიმატუმით დაიწყებს საუბარს, რომ მაჟორიტარული სისტემა გავუპრავოთ, იქ არაფერი გვესაქმება – გიორგი ახვლედიანი

84

„თუ ხელისუფლება თავიდანვე ულტიმატუმის ენით დაიწყებს საუბარს, რომ მხოლოდ და მხოლოდ უნდა გავუპრავოთ მაჟორიტარული სისტემა, რა თქმა უნდა, ჩვენ იქ არაფერი გვესაქმება,“ – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ახვლედიანმა, საკონსტიტუციო ცლილებებზე მმართველ გუნთან კონსულტაციების დაწყებამდე განაცხადა.

„რაც შეეხება უკვე ინდივიდუალურად განხილული ბლოკები და ბუნებრივი ბარიერი იმის სანაცვლოდ, რომ ხელისუფლებას „გავუპრავოთ“ მაჟორიტარული სისტემა 2020 წელს, ამის იმედი „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ჰქონდეს. თუ ის ფიქრობს, რომ ამ საკენკით მიიღებს პოლიტიკურ კონსენსუსს, მაშინ მაშინ უნდა ვუთხრათ, რომ ძალიან სერიოზულად ცდება,“ -განაცხადა ახვლედიანმა.

პარლამენტში მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეხვედრა მიმდინარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები